ვახტანგ ხმალაძე: საპარლამენტო მოდელისთვის ბუნებრივია ვითარება, როცა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ

საპარლამენტო მოდელისთვის ბუნებრივი და ორგანული არის ის ვითარება, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების წესით არ აირჩევა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებობს რამდენიმე საპარლამენტო მოდელის მქონე ქვეყანა ევროპაში, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა და ეს არის გამონაკლისი.
“საპარლამენტო მოდელისთვის ბუნებრივი და ორგანული არის ის ვითარება, როდესაც არ აირჩევა პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების წესით. მე არ ვამბობ, რომ პარლამენტი უნდა ირჩევდეს, მე ვამბობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევის წესით არ უნდა აირჩეოდეს. არსებობს რამდენიმე საპარლამენტო მოდელის მქონე ქვეყანა ევროპაში, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. “რესპუბლიკური” პარტიის პოზიციაა, რომ კონსტიტუციონალიზმიდან გამომდინარე, საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, უფრო სწორია, რომ არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეული, პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ამრჩევთა კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან და ერთი ამდენი თვითმმართველ ორგანოთა გაერთიანებათა მიერ. კოლეგია უნდა იყოს სამასკაციანი და ეს სამასი კაცი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს”, – განაცხადა ხმალაძემ “იბერიას” ეთერში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები