საქართველომ პოლონეთთან შრომითი მიგრაციის პროექტის პილოტირებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პილოტური პროექტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბართოშ მარჩუკს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მხარეებმა საქართველოდან პოლონეთში შრომითი მიგრანტების მობილურობის განვითარებაზე ისაუბრეს, რაც კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შეუწყობს ხელს. მოლაპარაკებაზე აქცენტი მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებაზეც გაკეთდა.
პროექტის მთავარ პარტნიორებს საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოები, პოლონეთსა და ესტონეთში დიპლომატიური მისიები და დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაციები წარმოადგენენ.
“საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები