მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ნეგატიური პიარკამპანიაა დაგეგმილი, კანდიდატების უმრავლესობამ მეორე ტურში რომ წააგოს

ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „ქართული ოცნების“ მიმართ, ნეგატიური პიარკამპანია, „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინააღმდეგაა მიმართული“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის მტკიცებით, რა ბრალდებებიც ისმის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მისამართით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
„ნეგატიური პიარკამპანია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა დაგეგმილი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების უმრავლესობამ მეორე ტურში წააგოს. გარწმუნებთ, რომ ეს არის ფუჭი მცდელობა და დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებას მიაღწევს. როდესაც გამცოდილი პარტია გვადანაშაულებს, კონკრეტული ფაქტები და მტკციებულებები პრაქტიკულად არ არსებობს.
ამავდროულად ვიცით, რომ საერთაშორისო და ქართველი დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ ჩატარდა, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა.
ერთადერთი გაკვირვება რაც საზოგადოებაში გამოწვია ,„ნაციონალური მოძრაობის“ ხმების რაოდენობა იყო. დანარჩენი პარტიები, რომლებიც დამარცხებულები არიან, მათი რეაქცია არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ისინი ცდილობენ თქვან, რომ გაყალბდა არჩევნები და ამიტომ წააგეს. ეს არის ერთადერთი გამართლება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები