შალვა ნათელაშვილი: „ლეიბორისტულ პარტიას“ ბარიერი აქვს გადალახული და პარლამენტშია შესული

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს. ქვეყნის პირველი ლეიბორისტი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ ბარიერი გადალახა და ამაში მსოფლიოც დარწმუნებულია.
შალვა ნათელაშვილი არჩევნების ლეგიტიმაციას არ სცნობს და საერთაშორისო ბრძოლას აცხადებს.
„მთლიანად ამ არჩევნებს არალეგიტიმურად და უკანონოდ ვაცხადებთ. მოვითხოვთ მისი შედეგების გაუქმებას, ყველა ბიულეტენის გადათვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ, საერთაშორისო ბრძოლას. „ლეიბორისტულ პარტიას“ ბარიერი აქვს გადალახული და პარლამენტშია შესული. ამას მსოფლიოშიც არავინ ეჭვობს, ისევე როგორც არავინ ეჭვობს, რომ პარლამენტი რეალურად მრავალპარტიულია, თუმცა იქ „ოცნებასა“ და ნაცებს“ შორის მოხდა ძალაუფლების გაყოფა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები