მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საზოგადოებისგან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შედეგია

მოსალოდნელი საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ საზოგადოებისგან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შედეგია – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს განხილული უნდა იყოს როგორც უნიკალური შესაძლებლობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა იყოს შესაძლებელი.
„ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც უნიკალური შესაძლებლობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა იყოს შესაძლებელი, თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური რყევები, თუ სხვადასხვა ტიპის პარტიული ინტერესებით განპირობებული დაპირისპირებები და რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან კონსენსუსის ძალიან ფართო შეთანხმების საფუძველზე ერთხელ და სამუდამოდ გავასწოროთ ის ხარვეზები, რაც არის კონსტიტუციაში, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოირგო ეს კონსტიტუცია საკუთარ თავზე და ძალიან ბევრი ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც მხოლოდ აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენ განვიხილავთ, როგორც უკეთეს შესაძლებლობას ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლისგან ძალიან ურყევი მხარდაჭერის იმედი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი განვითარების იმედი გვაქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები