ლევან სამუშია: „თავისუფალ დემოკრატებს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკება არ ჰქონიათ და არც სამომავლოდ ექნებათ

არ ვიცი, რაში დასჭირდა ბარამიძეს ამ განცხადების გაკეთება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მოძრაობასთან არაფერი გვაკავშირებს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ლევან სამუშიამ „კვირასთან“ განაცხადა.
სამუშია გია ბარამიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „ეროვნულ ფორუმთან“ კულუარულ მოლაპარაკებებს შეეხო.ლევან სამუშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის თანამშრომლობას სამომავლოდაც გამორიცხავს.
“ბარამიძის ეს განცხადება არის სიცრუე, მე არ ვიცი მას რაში დასჭირდა ამის გაჟღერება. მე მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნინო გოგუაძესთან და შალვა შავგულიძესთან. მსგავსი სახის მოლაპარაკებებზე არც ყოფილა საუბარი არასდროს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სამომავლოდაც გამორიცხულია“, – განაცხადა „კვირასთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ლევან სამუშიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო უმრავლესობიდან და კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლის შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, “რესპუბლიკური პარტია” იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები