ეკა ბესელია: ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გახდეს

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გახდეს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას აპირებს პრეზიდენტი.
“არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვანია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ალასანია შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები