თამარ კორძაია: მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის პოლიტიკიდან წასვლის დრო

„რესპუბლიკური პარტია“ შეცდომების გააზრებას დაიწყებს, – ამის შესახებ თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კორძაია თვლის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰქონდა შეცდომები, რის გამოც ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. კორძაია პარტიის დაშლას არ ვარაუდობს და აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას „რესპუბლიკელები“ ამ ეტაპზე არ აპირებენ.
“მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის პოლიტიკიდან წასვლის დრო, თუნდაც იმ ადამიანებს უნდა ვცეთ პატივი, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ გავიაზრებთ იმ შეცდომებს, რაც გვქონდა და შემდეგ პოლიტიკურ ეტაპს ამ შეცდომების გააზრების შემდეგ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები