„ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერი დავით ნარმანია, ზაარბრიუკენის მერთან შარლოტა ბრიცთან და ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან ერთად, ”ახალ ტფილისში” თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა.
განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე სანახაობრივად დატვირთული კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი.
განახლებული აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად „თბილისობისთვის“ შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error Images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“.
საფეხმავლო ქუჩა ქუჩის მუსიკოსებმა გააფორმეს და მოეწყო სასულე ორკესტრის მსვლელობა. მუსიკალური ხაზი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ-ბენდმა” განაგრძო. თბილისური ეზო „ახალი ტფილისის’’ ეზოში განთავსდა და მაყურებელს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. მანამდე კი „ახალ ტფილისში“ „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ გამართა წარმოდგენა.
კიდევ ერთი განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით – „თხრობა მუსიკით“ მოეწყო აღმაშენებლის გამზირზე დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, სადაც სტუმრებს მუსიკით „ამეტყველებული” მუნჯი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
14641919_1463762406973688_8108892211181212434_n 14716221_1463762410307021_4949722578793793465_n 14705663_1463762396973689_1234881094402239060_n 14650497_1463762326973696_2031390885860329408_n 14666111_1463762246973704_4169093529983500314_n 14642445_1463762160307046_1198941829567102023_n 14702276_1463762140307048_8675878690176095064_n 14670882_1463762133640382_3164996655259480289_n 14729186_1463762113640384_2169805308897435816_n 14666155_1463762016973727_7092104505366782109_n 14713563_1463762010307061_858665976610015443_n 14717118_1463762006973728_725656215830023646_n 14590310_1463761186973810_9086979467458744713_n 14731136_1463761133640482_5047235247221529608_n 14713654_1463760996973829_242892382891778196_n 14702338_1463760980307164_4482494832321885994_n 14650754_1463760990307163_2962783313087646643_n 14705805_1463760870307175_415527484665761189_n 14681634_1463760643640531_8133219462761340449_n 14690897_1463760646973864_876084683629158644_n 14650598_1463760630307199_7939888531443073624_n 14479824_1463760486973880_1344819442823282799_n 14718715_1463760483640547_4165016522410684325_n 14563382_1463761160307146_7919715216349845649_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები