დავით ნარმანია: “თბილისობის” გამართვა ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, “თბილისობასთან” დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართება.
მისი თქმით, “თბილისობის” ფარგლებში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება, იქნება ასევე კულინარიული ფესტივალი.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი ლარი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრს მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები