შს მინისტრი: თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, დღეს ახალი დეტალები გახდეს ცნობილი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, შესაძლოა, დღეს ახალი დეტალები გახდეს ცნობილი“, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგის შესაძლო გამართვა დაანონსა.
“გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. სულ ცოტა ხანში, შესაძლოა, რამდენიმე საათშიც, ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართოს”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისში, „პირიმზის“ ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე 4 დღით ადრე ააფეთქეს. მომხდარიდან სამ დღეში შსს-მ საქმე გახსნა. უწყების განცხადებით, ამ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი იდენტიფიცირებულია და მისი ძებნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები