გერმანული მედია: სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მისი პარტია მოიგებდა, თუმცა მის გამარჯვებას ასრულება არ ეწერა

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებს გერმანული მედია ეხმაურება.
DIE WELT-ის ჟურნალისტი იულია სმირნოვა თავის სტატიაში წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში მტკიცედ იყო დარწმუნებული, თუმცა მის გეგმას ასრულება არ ეწერა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
„საქართველოს ექს-პრეზიდენტი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებდა და საქართველოში იგი ტრიუმფალურად დაბრუნდებოდა, მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ ეწერა – გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ქვეყანა პროდასავლური კურსით მიჰყავდა. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმდება გაფორმდა, დღეს საქართველო ვიზალიბერალიზებას ელოდება.
მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა და ასეთმა მდგომარეობამ მთავრობას არჩევნებზე ხმები დააკარგვინა. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ხელისუფლებისათვის მომავალშიც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება”, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის”, ბანაკში იმედგაცრუება იგრძნობა, ისინი უფრო მეტი ხმების მიღებას ელოდებოდნენ.
“ალბათ, პარტია გარკვეულწილად, საკუთარი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმაც დააზარალა. მოსახლეობას არ დავიწყებია მისი მმართველობის ავტორიტარული სტილი. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებში დამარცხებიდან დასკვნები უნდა გააკეთოს. ამჟამად, საქართველოში საპროტესტო განწყობა არ იგრძნობა.
მოსახლეობას უფრო მეტად ისეთი ოპოზიციური პარტიის ხილვა სურს, რომელშიც სერიოზული პროფესიონალი პოლიტიკოსები იქნებიან და რომელიც ქართულ საზოგადოებას კონსტრუქციულ პროგრამას შესთავაზებს”, – აღნიშნულია მასალაში, რომლის თარგმანსაც გლობალური კვლევების ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები