ალექსანდრ ქული: მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48% პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს

კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, ალექსანდრ ქულის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48% პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება.
ალექსანდრ ქულის კომენტარს ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
„მთლიანობაში, ჩემთვის არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება, ეს შოკი არ ყოფილა ჩემთვის. სუპერუმრავლესობით შესვლა პარლამენტში – ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალთა შორის კონკურენცია . იყო მოწოდებებიც, რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები, თუმცა საბოლოოდ, ეს მთავარი უკვე აღარ არის. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48% პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება. “ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ საკმაოდ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ასე წარსდგა ხალხის წინაშეც. იყო მოწოდებები რეჟიმის ცვლილებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ახალი რეალობის შექმნაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ მიიღეს 20%-ზე მეტი მაჩვენებელი და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ არსებულ სივრცეში. ეს მართალაც კარგი შედეგი იყო “ნაციონალური მოძრაობისთვის”, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მათ გააქრობდა ქართული პოლიტიკიდან, – აცხადებს ალექსანდრ ქული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები