ნინო ბურჯანაძე: ჩვენი პარტიის დაშლას გამოვრიცხავ, ჩვენ გულყრები არ გვემართება

ჩვენი პარტიის დაშლას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რადგან ჩვენი პარტია არის ძალიან ბრძოლისუნარიანი, ჩვენ გულყრები არ დაგვმართნია, მიუხედავად უსინდისოდ გაყალბებული და წართმეული ხმებისა. – ამის შესახებ ”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, მისი პარტია ძალიან მყარად აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.
„ჩვენი პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა კი არა და, პრაქტიკულად, 100 % აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის ხმები, რომლებიც მოგვპარეს მანიპულირებული არჩევნების დროს. ასე რომ, ჩვენ ძალიან მყარად ვაპირებთ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. ამავდროულად, ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია ის ინიციატივა, რომ ყველა პოლიტიკური სახე ერთ პარტიაში გაერთიანდეს, ვინაიდან ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება ერთი პარტიის წევრები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ არა თუ ნატო, არამედ ამერიკული ჯარი უნდა დადგეს საქართველოს ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კოორდინირებული მოქმედება იმისთვის, რომ ქვეყანა თურქმენიზაციის გზას არ დაადგეს, კონსულტაციები და შეიძლება ერთობლივი მოქმედებებიც, ნამდვილად მისაღები და სწორი იქნება ამ ვითარებაში, მაგრამ არა ერთპარტიული სისტემის ხელოვნურად აქეთ ჩამოყალიბება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები