პიანისტ ანდრეის ოსოკინსის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება

8 მაისს, 18:00 საათზე, Erasmus + მობილობის ფარგლებში, კონსერვატორიას ეწვევა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ლატვიის სახელმწიფო ჯილდოს „სამი ვარსკვლავის“ ორდენის მფლობელი, პიანისტი ანდრეის ოსოკინსი.
კონსერვატორიის ინფორმაციით, ანდრეის ოსოკინსი – ცნობილი ლატვიელი პიანისტი, არაერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი, დაჯილდოებულია ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – „სამი ვარსკვლავის ორდენით“ და „დიდი მუსიკალური ჯილდოთი“, რაც ლატვიაში მუსიკის სფეროში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა.
ანდრეის ოსოკინსი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო სცენაზე როგორც სოლისტი, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრსა და დირიჟორთან. ანდრეის ოსოკინსი ასევე გახლავთ სამეფო მუსიკის აკადემიის (ARAM) ასოცირებული წევრი და ლონდონის “Trinity” მუსიკის კოლეჯის (FTCM) წევრი, ყოველწლიური „ოსოკინსის თავისუფლების ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
კრიტიკოსები ანდრეის ოსოკინს ახასიათებენ, როგორც „უნაკლოდ ელეგანტურს“, აღნიშნავენ პიანისტის ღრმა ინტელექტსა და ენერგიას, ბგერის ფართო და ექსპრესიულ პალიტრას. იგი პოპულარულია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი:
I განყოფილება

1.იანის მედინშ – 3 პრელუდი ფორტეპიანოსათვის;
2. ვოლფგანგ დაარზინშ – პატარა სუიტა ფორტეპიანოსათვის Allegro-Andante-Presto;
3. ემილს დაარზინშ – მელანქოლიური ვალსი (ა. ოსოკინსის რედაქტირებით);
4. ლ. ვან ბეთჰოვენი სონატა ფა მინორი, თხზ. 57 „აპასიონატა“;
Allegro assai. II. Andante con moto. III. Allegro ma non troppo.

II განყოფილება

1. არტურს მასკატს – ფანტაზია ფორტეპიანოსათვის „ყაზბეგი: წმინდა სამება“ (2014);
2. ფ. შოპენი – 3 ნოქტიურნი თხზ.. 9 No.1, No.2 and თხზ..48 No.1;
3. ფ. შოპენი – ორი ეტიუდი – თხზ.10. მი მაჟორი და დო მინორი;
4. ფ. შოპენი – ფანტაზია-ექსპრომტი – თხზ.66;
5. ფ. შოპენი – პოლონეზი თხზ. 26.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები