კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა – ფოტოკოლაჟი

დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.
როგორც “კვირას” განუცხადეს,  საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.
კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
თბილისის მერმა შესრულებულ სამუშაოებზე და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხდა საბაგიროს სრული მოდერნიზაცია: შეკეთდა ვაგონები, გამოიცვალა გამწევი ბაგირები, გაკეთდა სადგურები; საბაგირო ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო; ასევე, აქვს სპეციალური ველოსაკიდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ველოსიპედის გადატანა. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას შორის დონეთა შორის სხვაობა 233 მეტრია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საბაგიროს არსებობა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გადაადგილების უსაფრთხო საშუალება “,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. სტუდენტები და მოსწავლეები ისარგებლებენ სტანდარტული შეღავათებით. საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ ბარათებით, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოიყენება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 100 000 ლარია.
 14725586_1458015807548348_9102213468620769782_n 14724467_1458015744215021_7825433003760558759_n 14671123_1458015710881691_1424202083128233656_n 14681619_1458015697548359_4847168060978906077_n 14717039_1458015660881696_3528091454666025638_n 14671221_1458015634215032_288156402057247286_n 14720395_1458015594215036_6524577058813022402_n 14650309_1458015430881719_1190323725118666709_n 14702375_1458015424215053_7120207769761901880_n 14681681_1458015570881705_866183976931531914_n 14581298_1458015794215016_6983787794558692885_n 14641956_1458015254215070_4240351668028094466_n 14523245_1458015207548408_7404736660304027800_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები