ჯიხაშკარში, 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
კაკო ტიბუას დაკავება წუხელ მოხდა. ამ დროისთვის ის ზუგდიდის სამმართველოშია გადაყვანილი.
როგორც დაკავებულის ადვოკატი როლანდ შონია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რის გამოც ტიბუამ შიმშილობა დაიწყო.
ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი გიორგი მხეიძეა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები