რომმა 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„დღეს მე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წერილი დავწერე, რომ ჩვენ განაცხადზე უარს ვამბობთ“ – აცხადებს იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჯოვანი მალაგო.
რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე ივნისში აირჩიეს, ჯერ კიდევ მერად არჩევამდე აცხადებდა, რომ იტალიის დედაქალაქი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას მხარს არ დაუჭერს.
ვირჯინია რაჯიმ აღნიშნა, რომ რომს მრავალმილიარდიანი  ვალი აქვს და ახალი ინვესტიციების უფლებას თავს ვერ მისცემს, რაც ოლიმპიადისთვის არის საჭირო. მერს მიაჩნია, რომ უკეთესი ეს თანხები „ქალაქის დასუფთავებას და კორუფციასთან ბრძოლას მოხმარდეს“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები