„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ხოლო ირაკლი მინდელის ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენა.
გურამ რჩეულიშვილის ადვოკატმა კი მოსამართლეს 150 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არც ერთი დაკავებულის შემთხვევაში არ დააკმაყოფილა და გუკა რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები