სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მხეიძის წინააღმდეგ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე და 163-ე მუხლებითაა აღძრული, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.
ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები