თუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, რასაც ორი მოზარდი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, “ლენდკრუიზერის” მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. მანქანაში მსხდომი 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ.
საავადმყოფოში არიან გადაყვანილი დაღუპული ბავშვების მშობლები და ორი მოზარდი. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები