სისხლიანი დაპირისპირება ვარკეთილში – “ერთი ძმა მოკლეს მეორე კი დაჭრეს”

ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი დედმამიშვილები არიან. მომხდარზე თვითმხილველები ღიად არ საუბრობენ, თუმცა როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, საცხოვრებელი კორპუსის წინ მსხდომ მამაკაცებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მკვლელობის ადგილიდან 4 ახალგაზრდა მიიმალა. შემთხვევა ვარკეთილში გუშინ მოხდა.
ადგილობრივები პირად საუბარში აცხადებენ, რომ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. პირადი საუბრებით ირკვევა, რომ ძმებს მათთან წარსულში დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა ესროლეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, პოლიცია მომხდარს განზრახ მკვლელობის, სხეულის დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით იძიებს.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები