რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შექმნეს

რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.  მისი საწყისი კაპიტალი 1 მილიარდი აშშ დოლარი იქნება – 500-500 მილიონს თითოეული მხარე შეიტანს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულიუკაევის და თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰატ ზეიბექჩის შეხვედრაზე იყო მიღებული.
რუსეთის მხრიდან ფონდის თანადამფუძნებელია პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, ხოლო თურქეთის მხრიდან – კეთილდღეობის ეროვნული ფონდი.
ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა, რომ ფონდი „ბიზნესისთვის შუქურა იქნება, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები