ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ყველა ცვლილება უნდა შევიდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ყველა ცვლილება უნდა შევიდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე.
”ამისათვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა ეს საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა ის ნორმა, რომელიც შეეხება კონსტიტუციას, უნდა იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. იგივე, რომ ავიღოთ პრეზიდენტის არჩევის საკითხი, მას ვერ განვიხილავთ ჩვენ იზოლირებულად, სხვა ნორმებისგან. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს და ა.შ. ჩვენ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება  არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის მმართველობის ფორმასთან.
”შესაბამისად, ნებისმიერ ნორმას შეიძლება შეეხოს ცვლილებები. დღეისათვის ვერც ერთ კონკრეტულ ცვლილებაზე ვერ ვისაუბრებთ. წინასწარ გამზადებული გადაწყვეტილებები ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი საკითხი არის ქორწინების საკითხი, რომელზეც გააკეთა უკვე ჩვენმა ლიდერმა შესაბამისი განცხადება. არც ერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული არა გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყველა საკითხი, სავარაუდოდ სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები