ტოვებს თუ არა პაატა ბურჭულაძე პარტიას?!

გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე, პარტიას „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ტოვებს. „კვირასთან“ საუბრისას პარტიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც „კვირას“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძის გადასაწყვეტია.
„ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. მისი გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა პარტიას. პარტია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჯერჯერობით ბრიფინგი არ არის ჩანიშნული“, – განუცხადა “კვირას” ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები