დავით დარჩიაშვილი: მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას

„მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას, არა იმიტომ, რომ გამარჯვების პირობას ვხედავ ამ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები გაიმართა“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და იგი ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას” ხმების 10 % აქვს მოპარული.
„მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას, არა იმიტომ, რომ გამარჯვების პირობას ვხედავ ამ პირობებში, რა პირობებშიც არჩევნები გაიმართა – როგორც მოქმედებს კრიმინალური საზოგადოების გამოყენების, სუს-ის, გამგებლების, ფქვილის და ფულის დარიგების პირობებში, ასეთ ვითარებაში გამარჯვება არის ძალიან ძნელი. ჩვენ ყველა გარემოება უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიმართლის გასატანად“,- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, “რაც შეეხება ერთობლივ გადაწყვეტილებას,“ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს საზოგადოებას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები