ირაკლი კობახიძე „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
კობახიძის თქმით, პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში სამწუხარო შეცდომები დაუშვა.
„ძალიან სამწუხარო შეცდომები დაუშვა ამ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში, სტრატეგიული შეცდომები, თუმცა დღეს ამ ყველაფრის განხილვისთვის დრო არ გვაქვს. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც სიმპათიებს იწვევენ. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მათთან ვითანამშრომლოთ. რა ფორმით შედგება ეს თანამშრომლობა, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ  რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მანამდე კი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება გენერალურმა მდივანმა ბუკა პეტრიაშვილმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები