ნუკრი ქანთარია: ეს იქნებოდა იდეალური არჩევნები, რომ არა მარნეულის ინციდენტი

მარნეულის ინციდენტი იყო დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ 2016 წლის არჩევნები იყო სამაგალითო, თუმცა იგი რამდენიმე ინციდენტზე აკეთებს აქცენტს და მიაჩნია, რომ შეგნებული პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.“ეს იქნებოდა იდეალური არჩევნები, რომ არა რამდენიმე ინციდენტი.
მარნეულის ინციდენტი იყო კრიმინალური თავდასხმა და მცდელობა დესტაბილიზაციის შემოტანისა, საბედნიეროდ მოკლე ვადაში მოხდა მისი ჩაქრობა.
სამწუხარო დაღი დაასვა არჩევნებს, აგრეთვე ჯიხაშკარის ფაქტმა, ასევე ქუთაისში, ქუჩაში მოხდარმა ინციდენტმა.
მე ვიყავი გურჯაანში, სადაც იყო შესაშური სიწყნარე და მშვიდობიანი გარემო. მიუხედავად ამ ინციდენტებისა, ვთვლი, რომ 2016 წლის არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რა დროსაც საქართველოს მთვრობამ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები