შსს-მ ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 163-ე მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის, ან პლებისციტის, ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, გულისხმობს.
ჯიხაშკარში, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, უბნებზე დამტვრეულია საარჩევნო ყუთები, გარდა ამისა, შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო კომისიის წევრებსაც.
როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.