ეკა ბესელია: “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავს უფლება მისცეს, რომ საარჩევნო პროცესი დაერღვიათ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მარნეულში მომხდარ ინციდენტს კანონდარღვევას უწოდებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ძალადობაში ჩართული პირების ვინაობა უნდა დაადგინონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავს უფლება მისცეს, რომ საარჩევნო პროცესი დაერღვიათ. ჩვენ გავამკაცრეთ კანონი და საარჩევნო უბნებზე ძალადობა გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. გამოძიებამ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს, ვინ იყო ამ ძალადობაში ჩართული. რაც მოხდა, იმაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც იძალადეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მარნეულში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები