დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე გვიწინასწარმეტყველებდნენ

„რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე გვიწინასწარმეტყველებდნენ“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების საკითხზე საუბრისას, კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდა.
„მინდა ყველა პოლიტიკოსს, ყველა პარტიას ვთხოვო, რომ საარჩევნო საკითხებში დაიცვან კანონმდებლობა. დავიცვათ თითოეული ხმა.
ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ გვიწინასწარმეტყველებდნენ სხვადასხვა ეგზიტპოლები, მაგრამ მე ამით არ ვაპირებ სპეკულაციას. ჩვენ დაველოდებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს. მანამდე კი ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ბიულეტენი დაითვალოს სათანადოდ. თუ არის რაიმე დარღვევა, ეს უნდა აღიკვეთოს, რადგან ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა საარჩევნო ყუთთან მისვლით. ახლა ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავსახოთ ადეკვატურად შედეგებში“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 53.8%-იანი მხარდაჭერა აქვს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კი პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი ვერ გადალახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები