გიგი წერეთელი სამართალდამცველებს მოუწოდებს, თითოეული ადამიანის ხმა დაიცვან

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სამართალდამცველებს მოუწოდებს, თითოეული ადამიანის ხმა დაიცვან.
როგორც წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისში რამდენიმე უბანზე გაურკვეველი ადამიანების მობილიზება მიმდინარეობს, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.
,,ვხედავთ, როგორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება. მათ დღეს არჩევნებზე დაწერეს სასურველი შედეგები. ქუთაისში რამდენიმე უბანზე არჩევნები მოვიგე, ამიტომ მინდა მივმართო კვირიკაშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ჯობს დავიცვათ ის ხმები, რომელიც არის საოლქო კომისიაში შესული. ვიცით, რომ ხდება გაურკვეველი ადამიანების მობილიზება უბნებზე, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას. მოვუწოდებ შსს-ს და პოლიციას, დავიცვათ ჩვენი ხმები”, – განაცხადა წერეთელმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები