სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო ღირსების არჩევანი

ვთვლი, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები 54 პროცენტზე მეტი იქნება“, – ამის შესახებ „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთაწმინდელებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს.
ამასთან, ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიის განცხადებებს უსუსური უწოდა.
„მე ვიცი ამომრჩევლების განწყობა, ვიცი მთაწმინდელების განწყობა. ეს არჩევანი მხოლოდ ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ეს იყო ღირსების არჩევანი. ვთვლი, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები 54 პროცენტზე მეტი იქნება.
დღევანდელმა არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად. არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა. საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. პრეტენზიები მხოლოდ ერთი ძალისგან მანამდეც ისმოდა და მოსალოდნელიც იყო, რომ ახლაც ექნებოდათ. ასე, რომ გავუშვათ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
TNS opinion-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 54,0 პროცენტი დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები