პაატა ბურჭულაძე: ხვალ დილით ვაჩვენოთ რეალური რეზულტატი

„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დამკვირვებლებს და მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ბურჭულაძემ პარტიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ხვალ გამოჩნდება არჩევნების რეალური რეზულტატი.
„ჩვენთვის გასაკვირი არაფერი მოხდა, ჩვენ ველოდით ამას. ეს არის მცდელობა, რომ ისევ ორმა პარტიამ გაიყოს ერთმანეთში ძალაუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი შტაბის უფროსებს, ჩვენს დამკვირვებლებს, რომ ბოლომდე დაიცვან თითოეული ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხვალ დილით ვაჩვენოთ რეალური რეზულტატი, თუ როგორი იყო არჩევნები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 53.8%-იანი მხარდაჭერა აქვს. პაატა ბურჭულაძის პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი ვერ გადალახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები