„მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია მოხდება“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ენდობიან კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებს და აცხადებენ, რომ ეს არ ასახავს რეალობას. გიორგი კანდელაკის განცხადებით, 60-ზე მეტ ოლქში მეორე ტური გაიმართება და „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია მოხდება.
„ეგზიტპოლზე უკეთესია ხალხთან ურთიერთობა. მე საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვიყავი დაახლოებით 1000 ოჯახში და ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობის მანდატი დიდი ხანი დაკარგა. ამ დღეებში უბრალოდ მოხდება ამ დაკარგვის გაფორმება. რაც შეეხება მეორე ეგზიტპოლს, ისიც კი აღიარებს, რომ 60-ზე მეტ ოლქში იქნება მეორე ტური. მე ვპროგნოზირებ, რომ მეორე ტურში მოხდება პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 53.8%-იანი მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები