კახა კალაძე – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალური ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ეგზიტპოლების შედეგები მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება, ეს არის იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელზე სვლაც ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დავიწყეთ. მე მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან მათ მოიხადეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღეს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან არჩევნებში. შეიძლება ითქვას, რომ მათ მნიშვნელოვანი აგური დადეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და გაძლევთ პირობას, რომ სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, მუდამ ხალხის გვერდით ვიქნებით და ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები