ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელი გამარჯვება, 2012 წლის გამარჯვების გაგრძელებაა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს კვირიკაშვილის მეთაურობით საყვარელი ხელისუფლება ჰყავს.
„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რა თქმა, უნდა დღევანდელი გამარჯვება, 2012 წლის გამარჯვების გაგრძელებაა. 5 წლის წინ დავიწყეთ და გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში, მოკლედ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა, ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან ერთად.
დღეს, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან ერთად კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემა ეკონომიკაა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობა შეიქმნება იმისათვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, ნაცვლად იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ გიორგი კვირიკაშვილი, ნაცვლად იმ დაბნეული არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად ობიექტური ხელისუფლება. თქვენ გყავთ, კვირიკაშვილის მეთაურობით თქვენი საყვარელი ხელისუფლება. თქვენ გყავთ გენიალური ლიდერი, კაცი რომელიც, პატიოსნებაზე და ზნეობაზე დებს პრეტენზიას და მას აქვს ამის ყველანაირი საფუძველი. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, იმ ადამიანებს, ვინც “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი, თქვენ ნამდვილად სწორი და ღირსეული არჩევანი გააკეთეთ”, – მიმართა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები