გიორგი კვირიკაშვილი: ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ უდიდესი გამარჯვება

“ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ უდიდესი გამარჯვება”, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა წინასწარი მონაცემით, “ქართული ოცნება“ ლიდერობს.
“ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. გილოცავთ, დიდი მადლობა. დღეს საქართველომ გასცა ძალიან დიდ კითხვას პასუხი – არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ყველა წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისას, მაგრამ, ყველა წინასწარი მონაცემით, “ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპანია “TNS”-ი საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ავრცელებს. 20:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა – 53,8 % „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. მეორე პოზიციაზეა “ნაციონალური მოძრაობა” 19. 5 %-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები