„ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კარათაკლას მე-60 უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კარათაკლას მე-60 უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ ხმა ორჯერ მისცა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, კომისიის თავმჯდომარეები სპეცსიაში არიან შეყვანილნი და სოფელ კარათაკლას მე-60 უბნის კომისიის თავმჯდომარემ ხმა როგორც სპეცსიის, ისე ჩვეულებრივი ამომრჩეველთა სიის საშუალებით, საკუთარ უბანზეც მისცა.
ამასთან, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, კარათაკლას მე-60 უბნის კომისიის თავმჯდომარე სპეცსიაში იყო შეყვანილი იმ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრაციის მიხედვით ხმა უნდა მიეცა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ის სიაში არ უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები