ირაკლი კობახიძე “ნაცმოძრაობას” პროვოკაციაში ადანაშაულებს – მათი მიზანი იყო ყუთის გატაცება

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აქტივისტები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, როგორც “ქართული ოცნების”, ისე სამართალდამცავების მიმართ.
„მოაწყვეს პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა მარნეულის საარჩევნო ოლქში, 48-ე უბანთან. “ნაციონალური მოძრაობის” 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლა. მათი მიზანი იყო ყუთის გატაცება,“ – აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, მათ თავიანთ აქტივისტებს მოუწოდეს არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას და არ შესულიყვნენ მათთან ძალადობრივ ქმედებაში.
„მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ ჩარეულიყვნენ ამ სიტუაციაში. სამართალდამცავები მივიდნენ ადგილზე და საბოლოოდ, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაუპირისპირდნენ, როგორც “ქართული ოცნების”, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ისროდნენ ქვებსაც ეს არის ტრადიციული მეთოდი “ნაცმოძრაობის”, რაც გვაქვს მათი მხრიდან არაერთი მსგავსი ფაქტი წინა არჩევნებიდან. ისინი ისროდნენ ქვებს და განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სამართალდამცავების მიმართ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამაცავი ორგანოს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, – განაცხადა კობახიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები