“შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება”

​პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას მნიშვნელოვან ხარვეზს ადგილი არ ჰქონია და ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი.
​როგორც დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციები სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, მაგრამ ამ დროისთვის სერიოზული დარღვევა არ მომხდარა.
„ჩვენ უკვე გავიარეთ კენჭისყრის პროცედურის ორი მესამედი. დარჩენილია კიდევ ერთი მესამედი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს საშუალება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მათი წარმომადგენლები ყველა უბანზე კიდევ უფრო დაკვირვებით მიადევნებენ თვალს შემდგომ პროცესებს, რადგან ეს ბოლო ერთი მესამედი – ბოლო საათები, 20:00 საათამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.
​„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ნუ დარჩებით სახლში. მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს მომავლის ფორმირებაში. საარჩევნო ადმინისტრაციები, ძირითადად, უმკლავდებიან თავის საქმეს, მაგრამ მინდა, მათ მოვუწოდო, რომ ბოლო საათებში კიდევ უფრო მობილიზებულნი იყვნენ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები