ზუგდიდში ამომრჩეველი ხმის მისაცემად იარაღით მივიდა

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე პოლიციის თანამშრომელმა საკუთარი არჩევანი იარაღის გარეთ დატოვების შემდეგ დააფიქსირა.
​​როგორც “კვირას” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, სამართალდამცავი თავდაპირველად ხმის მისაცემად უბანზე იარაღით მივიდა, კომისიის წევრებმა მას განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია შეიარაღებული პირის ყოფნა კენჭისყრის დროს საარჩევნო უბანზე და ტერიტორია დაატოვებინეს. ამომრჩეველმა ხმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც იარაღის გარეშე დაბრუნდა უბანზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები