ინციდენტი ბოჭორიშვილის ქუჩაზე – ნაცემია მამაკაცი

​თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას თბილისში, 48-ე საარჩევნო უბანზე ადევნებდა თვალ-ყურს. მას ფიზიკურად საკუთარი სახლის ტერიტორიაზე, ბოჭორიშვილის ქუჩაზე გაუსწორდნენ.
​როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე (ცემის) მუხლით მიმდინარეობს.
“კვირას“ ინფორმაციით, 48-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები