დავით ზურაბიშვილი: ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი არჩევნების მაღალ აქტოვობაზე საუბრობს. „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა კომენტარი უმნიშვნელო დარღვევებზე გააკეთა.
“აქტივობა საკმაოდ მაღალია. კონკრეტულად ჩემს უბანზე – საბურთალოს მე-5 ოლქის მე-13 უბანზე იყო დარღვევის 2 ფაქტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველი ამ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ აქტიურია. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, რომ მივიდა ამომრჩეველი და მის ადგილას უკვე მოწერილი იყო ხელი. მინდა ვთხოვო ყველას, რომ ყურადღება მიექცეს ყველა უბანს.
სხვა მხრივ, რაღაც სერიოზული დარღვევა არ შემინიშნავს“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები