ირაკლი ღარიბაშვილი: წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები

ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპრემიერი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო გარემოს უპრეცედენტოდ მშვიდი უწოდა და განაცხადა, რომ მან ხმა მისცა საქართველოს უკეთეს მომავალს.
“ნამდვილად ვიზიარებ იმ შეფასებას, რომ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები, დღეს გავაკეთე არჩევანი ჩემს მეუღლესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას და წინსვლას – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები