ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს – კანდიდატურა არ მომიხსნია

​სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „კვირას“ მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განუცხადა, საარჩევნო ყუთის გადამტანმა, რომელიც კონკრეტულ ოჯახებს სტუმრობს, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანა. მან ამომრჩეველს, რომელსაც უბანზე მისვლა არ შეუძლია, უთხრა, რომ ირაკლი შიხიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხნა, სანაცვლოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შემოახაზინა.
შიხიაშვილის ინფორმაციითვე, აღნიშნული ფაქტი სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის 96-ე უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის გადატანისას მოხდა. სამგორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, საკუთარ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზად მხარდამჭერთა აქტივობის შემცირებას ასახელებს.
„როდესაც გადასატანი ყუთი გადაჰქონდათ, ადამიანს, რომელსაც არ შეეძლო საარჩევნო უბანთან მისვლა, უთხრეს, რომ შიხიაშვილმა მოხსნა კანდიდატურა და შემოახაზინეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნომერი 5-იანი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ დეზინფორმაციას ავრცელებენ „ნაციონალები“. მიზანი არის, რომ ხალხს არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და მოხდეს აქტივობის დავარდნა მხარდაჭერების მხრიდან. მინდა ყველას მივმართო და ვუთხრა, რომ არ მომიხსნია კანდიდატურა, ვაგრძელებ საარჩევნო კამპანიას და ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. აუცილებლად დავასრულებთ გამარჯვებით, რადგან ყველა შედეგი ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა შიხიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები