ნოდარ ხადურმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მან ხმა გლდანის მე-10 ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ფინანსთა მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს გვეძლევა საშუალება, დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია. სწორედ არჩევნები ქმნის ქვეყნის მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი პოზიცია, გააკეთონ თავისი არჩევანი ევროპული, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსი, რომლის საკანონმდებლო ორგანოში ბოროტება აღარ იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები