“დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ტემპს ვიხილავთ”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი ცინცაძის ქუჩაზე, მე-5 საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.  მამუკა მდინარაძე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
„მე ხმა მივეცი მომავალს, პროფესიონალიზმს, ერთიანობას და სამშობლოს სიყვარულს. დარწმუნებული ვარ ხვალიდან ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ტემპს ვიხილავთ და ეს ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე კეთილდღეობას მოუტანს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები