თეა წულუკიანი თარგამაძის ინციდენტზე: ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ საქმეზე ჭეშმარიტება.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა.
„ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმიანობას. ის, რომ ამ საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება. თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით, გავიარეთ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. მჯერა, დღევანდელი დღეც იქნება მშვიდი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები