პაატა ბურჭულაძე: ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონში, 61-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც შვილიშვილთან და პარტიის წევრებთან ერთად მივიდა.
„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას. ვფიქრობ, დღეს იქნება დიდი აქტიურობა. გთხოვთ ყველას, არ დაიზაროთ და მოდით არჩევნებზე. ხვალ დილით უკვე იქნება გვიან. მოდით და ის 4 წელი, რომელიც მოდის არ გავიფუჭოთ, რათა გქონდეთ ბედნიერი მომავალი”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები